რუსთავში II მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავთან დაკავშირებით რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუამ მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. 

რუსთავში მეორე მსოფლიო ომის 3 ვეტერანი და ომის ვეტერანებთან გათანაბრებული სტატუსის მქონე, ოცდაორი ოცდაექვსიანელი ცხოვრობს. თითოეულმა მათგანმა 9 მაისს რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო მიიღო.