საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქართველი თავისუფალია

საბერძნეთში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ქართველი თავისუფალია.  როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, მათი ახლობელი სასამართლომ გაამართლა, რადგან მას ძარცვასთან კავშირი ვერ დაუმტკიცდა.

მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებული ქართველი  წლების განმავლობაში საბერძნეთში  პროგრამისტად მუშაობდა და მასთან, სავარაუდოდ, ნაქურდალი ნივთები გასაკეთებლად მიიტანეს. დაკავება დამნაშავეებთან ამ კომუნიკაციას უკავშირდება.  ის უკვე სახლში იმყოფება.

საბერძნეთში, ბინების ძარცვის ბრალდებით, საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივმა მედიამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელა.