თბილისში სადეზინფექციო ხსნარებს აყალბებდნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთ- ერთი კომპანია სარდაფში მოწყობილ საამქროში კუსტარულად ამზადებდა ყალბ სადეზინფექციო ხსნარებს და შემდეგ ყიდდა.
დაფასოებული სადეზინფექციო ხსნარები კომპანიის ობიექტებიდან ამოღებულია.
„ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხსნარების გაყალბების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლითაა დაწყებული და 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.