მიმდინარე წლის 30 აპრილს, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ს მიჩიგანის შტატის ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კიბერსწავლება „პეინტბოლ 2021“-ში, სადაც აშშ-ს სხვადასხვა შტატების ეროვნული გვარდიებისა და სხვა მონაწილე ქვეყნებისაგან შემდგარ 13 გუნდს შორის საპატიო მე-2 ადგილი დაიკავა.
აღნიშნული კიბერსავარჯიშო ხელს უწყობს, როგორც მონაწილეების ტექნიკური უნარ-ჩვევების შემოწმებასა და განვითარებას, ასევე ურთიერთობების გაღრმავებას მიჩიგანის შტატის ეროვნულ გვარდიასა და მის საერთაშორისო პარტნიორებს შორის.
სწავლება რეალური გარემოს იმიტირების გზით ითვალისწინებდა სხვადასხვა სახის კიბერუსაფრთხოების ოპერაციების წარმოებას, რაც ზრდის ბიუროს ტექნიკური პერსონალის შესაძლებლობებს და ჯამში პოზიტიურ გავლენას ახდენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობებზე.