უბედური შემთხვევა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. გავრცელებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვი ღია ჭაში ჩავარდა და დაიხრჩო.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, მცირეწლოვანს თამაშის დროს ფეხი დაუცურდა და ჭაში ჩავარდა. დედამ ბავშვი გარკვეული პერიოდის შემდეგ, უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში იპოვა.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.