სასაფლაომდე მისასვლელი გზები ჩაიკეტა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული. ავტომობილებს სასაფლაოს მიმართულებით გადაადგილების შესაძლებლობა არ აქვთ.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობას 2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა არ შეეძლება. შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება დაკრძალვის პროცესზე.