საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ორი ქვეყნის მოსახლეობას როგორც საქართველოში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებას.
დოკუმენტს საქართველოსა და ჩრდილო მაკედონიის პრეზიდენტებმა – სალომე ზურაბიშვილმა და სტევო პენდაროვსკიმ სკოპიეში მოაწერეს ხელი.
“ჩვენ ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს ორ ქვეყანას შორის, რომელიც ვიზის მიღების ვალდებულებისგან ათავისუფლებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს”, – განაცხადა მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ.
“ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას, გავაძლიერებთ ურთიერთობებს ტურიზმის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მიმართულებით”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი, თეა წულუკიანთან ერთად, სკოპიეში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. დღეს ხელი მოეწერა ქვეყნებს შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმსაც.