საქართველოს დამოუკიდებლობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ტურნირი

მარნეულში, საქართველოს დამოუკიდებლობისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი სპორტულ ტურნირი ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში, კიკბოქსინგის ჩემპიონატის მონაწილე, წარმატებულ სპორტსმენებს სპეციალური სიგელები, მედლები და თასები გადაეცათ.

სპორტულ ღონისძიებას  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოში აზერბაიჯანის  ელჩი ფაიგ გულიევი,  პარლამენტის წევრები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

მათ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება და ქვეყნების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.