საქართველოში გადაღებაზე ჩამოსული ყაზახი მსახიობი სასტუმროში გარდაცვლილი ნახეს

ყაზახი მსახიობი ფარჰატ აბდრაიმოვი საქართველოში გარდაიცვალა.

55 წლის მსახიობის გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, გულის გაჩერება გახდა.

ინფორმაცია დაადასტურეს ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სტუდია “ყაზახფილმში”.

ყაზახეთის საგარეო უწყების ცნობით, აბდრაიმოვი ღამის 2 საათზე, თბილისის სასტუმროში გარდაიცვალა.

მსახიობი გადამღებ ჯგუფთან ერთად საქართველოში 16 მაისიდან იმყოფებოდა. გუშინ, 20 მაისს მან ფეისბუქსა და ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო ფილმის გადაღებიდან “სიყვარულზე მეტი”.