საქართველოში კოვიდვაქცინით 105 500 აცრა ჩატარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 4 085 ადამიანმა გაიკეთა.

21 მაისის მონაცემებით, ჯამურად 105 500 აცრა ჩატარდა. სრულად ვაქცინირებულია 16 147 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.

ინფორმაციისთვის „სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო.

ვაქცინაციას კი მოქალაქეები 24 მაისს შეძლებენ.