საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ

ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლს ჯერ სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, შემდეგ კი ქვეყნის სხვადასხვა ტაძრებში გადაანაწილებენ.

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 14:55 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე III კუვუკლიაში შევიდა და იქიდან ალმოდებული სანთლები გამოიტანა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, აღდგომის ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრნენ.