ბავშვების პრიორიტეტულად მიჩნეული კატეგორიების ჩარიცხვის შემდეგ, რუსთავის ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია გამოცხადდება.
უკვე ცნობილია რეგისტრაციის ვადები და პირობები. რეგისტრაცია ელექტრონული სახით ჩატარდება და ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ცნობილია ასევე, სავალდებულო დოკუმენტების ნუსხა.
ჩარიცხული ბავშვების საბუთებს ბაგა- ბაღის ადმინისტრაცია 21 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით მიიღებს.
გაერთიანების ხელმძღვანელის, ეკა ხუციშვილის განცხადებით, მათ ვინც საყოველთაო რეგისტრაციის დროს ბაღში ბავშვის ჩარიცხვას ვერ მოახერხებენ, ამის შესაძლებლობა სექტემბერში, გაერთიანებაში წარდგენილი განცხადებების საფუძველზე ექნებათ.