“სენსაციური ამბავი წალკაში” – სოციალურ ქსელში ადგილობრივები წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში შესაძლო არქეოლოგიურ აღმოჩენაზე საუბრობენ.
ინფორმაციას ადგილობრივი ფეისბუქ გვერდი წალკა • Tsalka ავრცელებს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, სოფელ ახალშენში გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა და ადგილობრივებმა გვირაბს მიაკვლიეს.
“სენსაციური ამბავი წალკაში. სოფელ ახალშენში, გუშინ შუადღისას, სოფლის ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა და გვირაბი გამოჩნდა, რამდენიმე დარბაზით და საინტერესო ნაკეთობებით. ბუნებრივია ჯერ კომპეტენტური პირი არ მოსულა, რომ დაათარიღოს, მიანიჭოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი. ვიმედოვნებთ, მალე მოხდება ეს. კიდევ ერთი მტკიცებულება ამ მიწის მადლიანობისა, ველოდებით სიახლეებს და ამ ადგილის ტურისტულ ობიექტად მონიშვნას”- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
TV4 დამატებითი დეტალების გასარკვევად გვერდის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მათი ინფომრაციით, ხვალ წალკაში უკვე ელოდებიან ძეგლთა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებს და ინფორმაციას აღმოჩენის ღირებულებაზე კომპეტენტური პირებისგან მიიღებენ.