გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს.
“29-30 მაისს საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 29-30 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.