“სინოვაკის” ავტორიზაცია – ჯანმო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხ მილიონს უახლოვდება, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 170 მილიონს გასცდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ივნისში კოვაქს პლატფორმას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 190 მილიონი დოზის დეფიციტი ჰქონდეს.

ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ “სინოვაკის” ავტორიზაციასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას შემდეგ კვირას, პირველ ივნისს მიიღებენ.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის ასაკის მოზარდებში “ფაიზერის”  საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.

“ფაიზერის” ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენების ნებართვას გასცემს იაპონია. დანიაში კი ფუნქციონირება დაიწყო “კორონას” აპლიკაციამ, რომელიც COVID-19-ის სერთიფიკატს წარმოადგენს.

ციფრული სერთიფიკატი იმოქმედებს როგორც დანიის მთელ ტერიტორიაზე, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას.