სოფელ გუმათში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებს აწვებოდნენ და ბარიკადების მიღმა შესვლას ცდილობდნენ, პოლიცია ხალხის მასას მოაწვა და აქციის მონაწილეების მხარეს გადავიდა.
ამის შემდეგ აქტივისტებმა კიდევ ერთხელ მიმართეს სამართალდამცველებს, რომ მიეცათ ბარიკადებს მიღმა შესვლის უფლება, თუმცა ამის საშუალება მათ არ მიეცათ.
ბარიკადების მეორე მხარეს, სადაც აქტივისტები არიან განლაგებული, პოლიცია ჩადგა.
აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ტერიტორიიდან ორი ადამიანი გაიყვანა.