სროლა თბილისში – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ცეცხლი მოძრავი მანქანიდან მეორე ავტომობილში მყოფი პირის მიმართ განხორციელდა. თვითმხილველების განცხადებით, იყო რამდენიმე გასროლა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით დაიწყო.