საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური მატჩის დაჯილდოების ცერემონიალზე ცნობილი გახდა 2020-2021 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშე – MVP.
ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, “რუსთავის” გუნდის კალათბურთელმა მაიკლ დევისმა გაიმარჯვა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს სუპერლიგის გუნდების მწვრთნელებმა, სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მსაჯთა კოლეგიამ და სუპერლიგის მატჩების კომისრებმა.
მაიკლ დევისს MVP-ის თასი საქართველოს კალათბურთის მოთამაშეთა ასოციაციის თავჯდომარემ ლაშა გამყრელიძემ გადასცა.









