მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დეპუტატები საზოგადოებისთვის მაგალითი გახდებიან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადა. მინისტრი დეპუტატების ვაქცინაციას აკვირდებოდა.
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზოგადოების სანდოობა კოვიდ ვაქცინის მიმართ იზრდება, რაც მოსალოდნელი იყო.
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის საზოგადოებისთვის მაგალითი გახდება, რაც საზოგადოებაში ვაქცინაციის პროცესს გაზრდის. ვაკვირდებით, ომ ბოლო პერიოდში მინისტრების ჩართულობა აქტიურია. ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ჩართულობა, ვინაიდან ისინი არიან ხიდი ჩვენს საზოგადოებასთან და დარწმუნებული ვარ, გააქტიურებს ამ პროცესს“, – განაცხადა ტიკარაძემ.









