ტიკარაძე: შევძელით და გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია

„მიუხედავად არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციისა, შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც ბოლო პერიოდში იყო“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, კოვიდვაქცინაციაზე გაზრდილი მოთხოვნა იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ ანტივაქსერული კამპანია დამარცხეულია.

„საქართველოს მოსახლეობა ისევე როგორც მსოფლიოსი, მხოლოდ ერთი საინფორმაციო არხიდან არ იღებს იმ არსებულ ინფორმაციას, რომელიც დღეს მოგვეპოვება ვაქცინასთან დაკავშირებით. არსებული ანტივაქსერული კამპანია, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვაწყდებოდით, გულისხმობდა იმას, რომ „ვაქცინა არის საკმაოდ ახალი, ვაქცინის ჩამოყალიბებას და მის კეთილსაიმედოობას სჭირდება ძალიან დიდი დრო“ და ეს ხშირად იყო ნახსენები, რომ 15-დან 27 წლამდე სჭირდება დრო საიმედო ვაქცინის გამოგონებას.”-განაცხადა ტიკარაძემ