“ქართული ოცნების” დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიაში იმედი აქვთ, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით,
მათ არგუმენტებს გაიზიარებს.
მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე სალომე ზურაბიშვილის ცოტა ხნის წინ შეხვდნენ.
“მოდით განწყობებზე ნუ ვილაპარაკებთ, მას არ შეუმჩნევია და არ მოუხდენია მითუმეტეს დეკლარირება თავისი განწყობის, მან ყურადღებით მოგვისმინა, თავისი კითხვები დასვა ამასთან დაკავშირებით, რასაც აკეთებს ყველა სხვა შეხვედრაზე როგორც მე მივხვდი. მის დასკვნებზე მე წინასწარ ვერ ვილაპარაკებ”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისი განცხადებით, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ის სამართლებრივ არგუმენტაციას ვერ დაეყრდნობა. .
“შარლ მიშელის დოკუმენტთან ეს არაფერ შუაშია და ვინც ამას აკავშირებს მათი და ჩვენი აზრები ერთმანეთს აბსოლიტურად არ ემთხევა. ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი, ნებისმიერი დაკავშირება და სამართლებრივი არგუმენტაციის დისკრედიტაცია ჩვენ აზრებს არ ემთხვევა. მეგობრობა, პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ აბსოლიტურად ყველაფერში ბუკვალურად უნდა ეთანხმებოდეს ჩვენი აზრები”, – განაცხადა მდინარაძემ.







