ქარიშხალს ჩინეთში მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთში ქარიშხლის გამო 11 ადამიანი დაიღუპა, 9 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.  უამინდობამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილებიც დააზიანა.

ნანტონგოდან საჭირო გახდა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. შანხაის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, უამინდობა რეგიონში მომდევნო კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.