სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აპრილის თვეში, ქვემო ქართლის რეგიონში 50 ბიზნესოპერატორს, სხვადასხვა სამართალდარღვევებზე, საჯარიმო სანქციები დააკისრა.
როგორც სეს-ის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა TV4-ს განუცხადა, სააგენტომ რეგიონში 230-მდე ობიექტში, როგორც გეგმიური, ისე არაგეგმიური სახელმწიფო კონტროლი ჩაატარა.
შედეგად, 20-ზე მეტი ლაბორატორიული ნიმუში აიღეს კვლევებისთვის, 50 ბიზნესოპერატორს საჯარიმო სანქციები დაეკისრა, ერთ ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1 000 ლარით დაჯარიმდა.
სააგენტოს ცნობით, ფიტოსანიტარიის მიმართულებით შემოწმდა რეგიონის მასშტაბი, ყველა აგროქიმიკატის მაღაზია, გატარდა სხვადასხვა სანქციები.









