სისხლის დეფიციტი – რა ვითარებაა ქვემო ქართლის სისხლის ბანკში?(+ვიდეო)

“ყოველი გაღებული სისხლი სამ გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს” – აცხადებენ ქვემო ქართლის რეგიონულ სისხლის ბანკში. კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გამო, ქვეყანაში სისხლის დეფიციტია.

რეგიონულ სისხლის ბანკში ვითარება სტაბილურია, თუმცა უანგარო დონორობისკენ არა მარტო მოქალაქეებს, არამედ საჯარო და კერძო დაწესებულებების წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ.

სისხლის ბანკის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ სამედიცინო ცენტრში სისხლის გაცემა ყველანაირი სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, თუ გსურთ გახდეთ უანგარო დონორები, შეგიძლიათ ყოველ სამუშაო დღეს მიმართოთ რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრს, ცენტრი დონორებს დღის პირველ ნახევარში იღებს.