მასშტაბური ქურდობების სერია რუსთავში – ქალაქში “ბიუ ბიუს” ჯიხურები გატეხეს და გაქურდეს. TV4-ის ინფორმაციით, ქურდობა, სავარაუდოდ, “კომენდანტის საათის” დროს მოხდა.
მომმარაგებელი კომპანიის, შპს “ჯეო დისტირბუშენ გრუპის” დირექტორი TV4-თან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ რუსთავში ქურდობა 4 მისამართზე მოხდა. კერძოდ, გაიქურდა მესხიშვილის, რუსთაველის, შარტავას და 12-ე მიკრორაიონის ჯიხურები. წაღებულია ფულადი თანხა 3000-3500 ლარამდე.
TV4 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.