ახლო აღმოსავლეთში ისევ დაძაბული ვითარებაა. ისრაელ-პალესტინას შორის დაპირისპირება გრძელდება და იზრდება მსხვერპლი.
ოფიციალური ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს, მათი 90 % ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
ისრაელი სახმელეთო შეტევისთვის ემზადება.ისრაელის მთავრობამ სარაკეტო იერიშების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
რამდენიმე დღიანი სარაკეტო იერიშის შედეგად, ისრაელს 10 მსხვერპლი ჰყავს, ღაზის სექტორში კი იერიშს 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა.