ყირიმ-კონგოს ცხელება მოზარდს დაუფიქსირდა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ცხელება დაფიქსირდა. ინფიცირებულია არასრულწლოვანი, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი დღეა მკურნალობს.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბერიძე აცხადებს, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„თავდაპირველად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, მოთავსებული იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. მას ახასიათებდა ყირიმ-კონგოსათვის დამახასიათებელი ნიშნები: ცხელება, ფაღარათი და სხვა სიმპტომი.

ჩაუტარდა რეანიმაციული მკურნალობა, დღეს უკვე პაციენტი გადმოყვანილია პალატაში, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სტაბილური მდგომარეობაა.

დაკვირვების ქვეშ იმყოფება და გაეწერება კლინიკიდან როგორცვე გამოჯანმრთელდება, როდის მოხდება ეს არ ვიცი“- განაცხადა გიორგი ბერიძემ.