საპოლიციო ძალები აქტიურად არიან ჩართულები ამ ინციდენტი განმუხტვაში, – ამის შესახებ გოგი მეშველიანმა დმანისის შესასვლელთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა.
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარის განცხადებით, ამ მომენტისთვის ვითარება შედარებით მშვიდია.
„როგორც ვიცი, ინციდენტი ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობამ გამოიწვია, რომელმაც პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც მოჰყვა მისი იძულებითი წესით გაჩერება და შესაბამისი ღონისძიებები. სხვა მხრივ, სხვა ლოკაციებზე, სხვა ადგილებზე ამ მომენტისთვის სიმშვიდეა“, – განაცხადა მეშველიანმა.