“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დღეს ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი ნაწილი ხეობაში გადასვლას ტყის ბილიკით ცდილობდა, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მოგვიანებით, ვითარება ” გუმათჰესთან” არსებულ ბარიკადებთან დაიძაბა.