ჩეხეთის დელეგაცია რუსთავში მომსახურების სააგენტოს მუშაობის პროცესს გაეცნო

საქართველოს  ჩეხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების ძალების გენერალური ინსპექციის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი,  საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – „112“ და შსს-ს აკადემია მოინახულეს.

დელეგაციის წევრებმა რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სარეგისტრაციო სივრცე დაათვალიერეს და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ასევე, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს გაეცნენ.