ჩინეთს 100-კმ სიჩქარით მოძრავმა ტორნადომ გადაუარა – დაღუპულია 12 ადამიანი

ჩინეთს ტორნადომ გადაუარა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 300-ზე მეტი ადამიანი.

განსაკუთრებული ზიანი ტორნადომ ჰუბეის პროვინციაში , ქალაქ უჰანში გამოიწვია, სადაც სრულად განადგურდა 30-მდე საცხოვრებელი სახლი, 400-ზე მეტი კი დაზიანდა.

ქარის გადაადგილების სიჩქარე 100 კილომეტრ-საათში იყო. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და მოგლიჯა ელექტრო გადამცემი სადენები.