ჩიხლაძე პრეზიდენტზე: ვერ გაბედა ვეტოს დადება

შემდეგ კვირაში ჩვენს კანონპროექტს დავარეგისტრირებთ და მოლოდინი გვაქვს, რომ სამართლიანი კანონი მხარდაჭერას მოიპოვებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძემ კომენტარი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა და განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვეტოს დადება ვერ გაბედა.

„ფაქტობრივად, პრეზიდენტმა თქვა, რომ ის იზიარებდა ჩვენს არგუმენტებს, მაგრამ ვერ გაბედა ვეტოს დადება მას შემდეგ, რაც მთელი დღე მას ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნები სტუმრობდნენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

7 მაისს სალომე ზურაბიშვილმა მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.