ცერცვაძე: “სინოვაკი” ჯანმოს აკრედიტაციას მალე მიიღებს

“სინოვაკის” წარმომადგენლობამ დოკუმენტაცია ჯანმოში ოფიციალურად უკვე გაგზავნა და ახლა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან აკრედიტაციას ელოდებიან.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ისევე როგორც “სინოფარმის” შემთხვევაში მოხდა, “სინოვაკი” აკრედიტაციას მალე მიიღებს.

“სინოფარმა ორი კვირით ადრე წარადგინა ჯანმოში დოკუმენტაცია, ვიდრე სინოვაკმა. ისინი ელოდებიან აკრედიტაციას. ახლა მიმდინარეობს შესწავლსი პროცესი.

ივნისში იწყება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ნაკრები აცრას sinovac-ით, მან ამ მიზნით 50 000 დოზა ვაქცინა შეიძინა. ნუ ვიტყვით, რომ sinovac-ი სერიოზულ ქვეყნებში არ გამოიყენება,”- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.