თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შეიმუშავეს თავდაცვის ახალი კოდექსი, რომლის თანახმად, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემებში გაივლიან.
ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში “მინისტრის საათის” ფარგლებში ისაუბრა.
“ჩვენ შევიმუშავეთ თავდაცვის კოდექსის ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გავლას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადების შემცირებასა და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს.
რეფორმის მიზანია, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მეტი პოპულარიზაცია და ერთიანი სტანდარტით გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვის შექმნა”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.