ფოტო: ტელეკომპანია "ბორჯომი"
ცხრადღიანი პროტესტი ბორჯომში დასრულდა- ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებისა და ადმინისტრაციას შორის შეთანხმება შედგა.
კომპანიამ დასაქმებულების მოთხოვნა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.
შეთანხმების თანახმად, ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების ხელფასები გათანაბრდება და მინიმუმ 30, მაქსიმუმ 60 პროცენტით გაიზრდება. იგეგმება ახალი თანამშრომლების დამატება, რადგან დასაქმებულების პირობები გაუმჯობესდეს. გარდა ამისა, კომპანია დათანხმდა, რომ თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაო აუნაზღაუროს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნით უკვე შეიცვალა ქარხნის ხელმძღვანელობა და მოლაპარაკებები ახალმა დირექტორმა, მერაბ ახმეტელმა გამართა. შეთანხმების პირობებს მხარეებმა წერილობით ხელი მოაწერეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალ დირექტორს ნდობას უცხადებენ და ხვალიდან სამუშაოს დაუბრუნდებიან.
ცნობისთვის, ბორჯომის ქარხნების თანამშრომლები 18 მაისს გაიფიცნენ.