“ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე გვექნება”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ბოტკოველმა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა. ბოტკოველმა ენმ-ს თავმდჯომარე მოინახულა.
“რაც შეეხება ქალაქის მერობას, რა თქმა უნდა, ადგილობრივი არჩევნებზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის მერის მიმართ აქტიური სიტუაცია და არა სხვა ქალაქებზე და რეგიონებზე. თუ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაზეა საუბარი, მაშინ სხვა ქალაქებსა და რეგიონებზეც უნდა ვისაუბროთ. ნიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რას აპირებს, როგორ აპირებს, მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, რომ ნიკა იყოს გარეთ და თავის გეგმებს შემდეგ თვითონ განაცხადებს”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.