ძლიერი წვიმის გამო დიდ დიღომში ქუჩები დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ სოფელ დიღომსა და დიდ დიღომში პრობლემები შექმნა.

უამინდობის გამო აღნიშნულ რაიონებში ქუჩები დაიტბორა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალები, სადაც დატბორილი ქუჩები ჩანს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამ დროისთვის 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.