წალკაში დაშბაშის კანიონი დაკეტილია

დაშბაშის კანიონი დაკეტილია- წალკაში, ცნობილ კანიონზე ვიზიტორებს შესვლა არ შეუძლიათ. 

როგორც ცნობილია დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს.  ინფორმაციისთვის,  სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად, ვიზიტორებს კანიონის მონახულება უპრობლემოდ ჯერ კიდევ გასულ შაბათ-კვირას შეეძლოთ. 

კანიონის დაკეტვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს წალკის მუნიციპალიტეტის მერს, ილია საბაძეს. TV4 დეტალების დაზუსტებას პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან KASS LAND ცდილობს. 

ინფორმაციისთვის, 17 აპრილს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წალკის კანიონზე ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.