ჭიათუარი აქცია მიმდინარეობს – სოფელ შუქრუთში აქციის ორმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
აქციის მონაწილეები ,,ჯორჯიან მანგანეზის” მუშაობით მიყენებულ ზიანს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კომპანიის მიერ მათთვის შეთავაზებული თანხა არასაკმარისია.
მათივე განცხადებით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ აქციის დანარჩენი მონაწილეებიც.
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” ამბობენ, რომ მოსახლოების დიდი ნაწილთან შეთანხმება უკვე შედგა და ისინი კომპენსაციებს რამდენიმე თვეში სრულად დაფარავენ.
კოპანიამ კომპენსაციების გაცემა 2020 წლიდან დაიწყო და 2 მილიონამდე ლარი უკვე გასცა.