ჭიათურაში პროტესტის ნიშნად კიდევ სამმა ქალმა პირი ამოიკერა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა.

შეხვედრაზე აქციის მონაწილეებმა ომბუდსმენის წარმომადგენელს საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დღეს შუქრუთში ​აქციის მონაწილე 5 კაცს 3 ქალი შეუერთდა და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

სოფლის მცხოვრებთა ნაწილი მოითხოვს, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა” მადნის მოპოვება შეწყვიტოს ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.