ფოტო: თათა კაჭკაჭიშვილის ფოტოები
ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილეებს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა.
შეხვედრაზე აქციის მონაწილეებმა ომბუდსმენის წარმომადგენელს საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
დღეს შუქრუთში აქციის მონაწილე 5 კაცს 3 ქალი შეუერთდა და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
სოფლის მცხოვრებთა ნაწილი მოითხოვს, რომ “ჯორჯიან მანგანეზმა” მადნის მოპოვება შეწყვიტოს ან დაზარალებულებს განსახლებისთვის ადეკვატური კომპენსაცია გადაუხადოს.