მილიონნახევრიანი ინფრასტრუქტურული პროექტი ჭყონდიდელის დასახლებაში

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში 30 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

შიდა ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და შესრულების ხარისხს გაეცნენ.

პროექტი რჩეულიშვილის, ჯავახიშვილის, ტოლსტოისა და ბერიტაშვილის საცხოვრებელი შენობების შიდა ეზოების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გარე და შიდა საკანალიზაციო ქსელების დაზიანებული მონაკვეთები რეაბილიტირდება,  მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი და ტროტუარები.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.