ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რაჭაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შხივანას ტყის ფონდში უკანონოდ მოჭრეს 4 ძირი სოჭის სახეობის ხე-მცენარე და მათგან მიღებული, ჯამში 14 ერთეული მორი სოფელ ბეთლევში გადაიტანეს. სამართალდამრღვევებს, უკანონოდ მოპოვებული მორები საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიებზე ჰქონდათ განთავსებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე დალუქეს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.