ხვალ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება და გადაწყდება შევა თუ არა პარტია პარლამენტში.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში იმსჯელა.
მელიამ შეხვედრები პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან რეგიონებშიც გამართა.