31 მაისს, 18:00 საათზე, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია ნაციონალური ტელევიზიების “თოქ შოუების” წამყვანებს შეხვდება. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი გახარია მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხებს.
ცნობისთვის, 29 მაისს, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა. პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები. პოლიტიკურ გაერთიანებას „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სულ 14 წევრი ეყოლება.