გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 41 ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელდა 690 პირი და გარდაიცვალა 20 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 130 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.70%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.









