საქართველოში კორონავირუსის 1 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 29 209 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,11%, ბოლო 14 დღის – 4,58%, ბოლო შვიდი დღის – 3,81%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 333 601 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 313 651 გამოჯანმრთელდა, 4 519 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 97 153 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 819.









