საქართველოში კორონავირუსის 1 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში 1 135 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 29 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 564 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,16 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 4,26 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,13 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 335 769 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 316 389 გამოჯანმრთელდა, 4 569 კი გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 105 500 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 613.









