1 015 ახალი შემთხვევა: კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

კორონავირუსის 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ბოლო 24 საათში 1 151 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 39 697 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური 2,56 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,77 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 3,71 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 340 330 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 321 928 გამოჯანმრთელდა, 4 682 გარდაიცვალა.

ქვეყანაში სულ აცრილია – 12 1263 ადამიანი, დღიურად აცრილია 3 882.