1 500-ზე მეტი შემთხვევა – ეპიდვითარება დღეს

საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 541 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 212, პისიარტესტით – 11 329.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,06 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 5,66 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 6,76 პროცენტი.

ქვეყანაში სულ აცრილია – 54 687 ადამიანი, დღიურად აცრილია – 3 089.